ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
"სახე(ლ)ების" რიგით მე-10 საიუბილეო დაჯილდოების ცერემონიალზე „თეგეტა მოტორსს“ "სახე(ლ)ების" ოქროს პარტნიორის ჯილდო გადაეცა
14/12/2012
 

პრესრელიზი

13 დეკემბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
დიანა ველენგუსრკაია
(+995 32) 224 44 44, 226 44 44
Fax: (+995 32) 224 44 44, 226 44 44 (ext. 1119)
d.velengurskaia@tegetamotors.ge
http://www.tegetamotors.ge/


"სახე(ლ)ების" რიგით მე-10 საიუბილეო დაჯილდოების ცერემონიალზე „თეგეტა მოტორსს" "სახე(ლ)ების" ოქროს პარტნიორის ჯილდო გადაეცა

"სახე(ლ)ების" რიგით მე-10 საიუბილეო დაჯილდოების ცერემონიალზე „თეგეტა მოტორსს"  10 წლიანი თანამშრომლობისთვის "სახე(ლ)ების" ოქროს პარტნიორის ჯილდო გადაეცა. ყოველწლიური ღონისძიება და წლის პუბლიცისტური კატალოგის პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. ღონისძიებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ესწრებოდა.

"თეგეტა მოტორსი" უკვე მე-10 წელია ყოველწლიურადაა წარმოჩენილია პუბლიცისტური კატალოგის ფურცლებზე ქართული ბიზნესის გავითარებაში შეტანილი წვლილისთვის.  გა­სუ­ლი წე­ლი კომ­პა­ნი­ის­თ­ვის ყვე­ლა პა­რა­მეტ­რით - იქ­ნე­ბა ეს ფი­ნან­სუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, სა­ბაზ­რო პო­ზი­ცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა, ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, უცხო­ელ პარ­ტ­ნი­ო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბა, სერ­ვის­-ცენ­ტ­რე­ბის ქსე­ლის გა­ფარ­თო­ე­ბა, კად­რე­ბის რიცხოვ­ნო­ბის და პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდა თუ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა - ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი წე­ლი იყო.

„არასოდეს გაჩერდე მიღწეულზე და არ შეგიპყროს თვითკმაყოფილებამ" - ეს ის პრინციპია, რომლითაც „თეგეტა მოტორსში"  მუშაობენ.  ახალი ამოცანების დასახვა, ახალი პროექტების წამოწყება და მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინება კომპანიისთვის მუდმივი მუშა პროცესია, რაც განაპირობებს მის წარმატებას. კომპანია მუდმივად განვითარებასა და სრულყოფაზეა ორიენტირებული. სწორედ ამიტომ, „თეგეტა მოტორსი" დღეს ლიდერია საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში. ასეთივე წარმატებით  კომპანია წარმოდგენილია ამიერკავკასიის ბაზარზე. გა­სულ წელს კომ­პა­ნი­ამ სომ­ხეთ­ში მრა­ვალ­ფუნ­ქ­ცი­უ­რი სერ­ვის­ცენ­ტ­რის მშე­ნებ­ლო­ბა და­იწყო, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე წლის ბოლოს, 18 დეკემბერს გაიხსნება. კომ­პა­ნი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ის გა­მოც­დი­ლე­ბა და ცოდ­ნა, რო­მე­ლიც 17 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­უგ­როვ­დათ, სხვა ქვეყ­ნე­ბის­თ­ვი­საც სა­ინ­ტე­რე­სოა.

სპეციალური ჯილდო გადაეცა ასევე კურორტ "საირმეს", როგორც წლის საუკეთესო კურორტს.

საუკუნის სახელისა და სახის ნომინაციაში  16 ადამიანი დასახელდა: საუკუნის სახე -  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, წლის ადამიანი - პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. საუკუნის სახეებსა და სახელებს შორის ხელოვნებისა და მეცნიერების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები გამოარჩიეს. მათ შორის იყვნენ მეცნიერები მარიამ ლორთქიფანიძე და ზაზა ალექსიძე, მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი, არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი, მხატვარი ედმონდ კალანდაძე, საოპერო სფეროში გაწეული ღვაწლისთვის დაჯილდოვდა მედეა ამირანაშვილი, ქართული ხალხური სიმღერის განვითარებისთვის - ანზორ ერქომაიშვილი. ასევე, საუკუნის სახელებს შორის დასახელდნენ მწერლები თამაზ და ოთარ ჭელიძეები, მწერალი ლია სტურუა, მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი. დაჯილდოებულებს შორის ასევე არიან რევაზ ჩხეიძე, ელდარ შენგელაია, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გივი ბერიკაშვილი და გიგა ლორთქიფანიძე.

 

წაკითხულია: 1794